საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 651 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 651 ადამიანი აიცრა. სულ ქვეყანაში ვაქცინა 51 600 მოქალაქემ გაიკეთა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 317 719 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 297 676, გარდაიცვალა 4 227 პაციენტი.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ –  30 მარტიდან, ,,სინოფარმით” კი  – 4 მაისიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები