თამარ გაბუნია: გუშინ „სინოფარმით“ 800-მდე ადამიანი აიცრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ „სინოფარმით“ 800-მდე ადამიანი აიცრა.
მისივე თქმით, აქტიური ვაქცინაცია გადამწყვეტია.
„ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“, ასევე, „სინოფარმით“. გუშინ „სინოფარმით“ 800-მდე ადამიანი აიცრა. აქტიურია ვაქცინაციაზე დაჯავშნა. 18 ათასამდე მოქალაქემ დაიკავა უკვე რიგი „სინოფარმით “ვაქცინაციისთვის. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთის კიდევ ერთი გადამწყვეტი და გამოსავალი ამ სიტუაციაში ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.