დღეს, 20:00 საათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად – აცრის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ.
მათივე ცნობით, აცრის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.
“დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა. სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.
ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ჩაიტარა ,,ასტრაზენეკას,, ვაქცინით.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:
www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796“,- ნათქვამია ინფორმაციაში.