ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლნენ (ფოტო, ვიდეო)

ბრაზილიაში, საუდადის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღში 18 წლის, დანით შეიარაღებული მოზარდი შეიჭრა და 5 ადამიანი მოკლა, მათგან სამი ორწლამდე ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაცილებით მეტი მსხვერპლის არიდება იმიტომ მოხერხდა, რომ აღმზრდელებმა ბავშვებთან ერთად სხვა ოთახში ჩაკეტვა მოახერხეს.

​თავდასხმის შემდეგ, მოზარდმა საკუთარ თავზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თუმცა, მისი განეიტრალება ახლოს მყოფმა ადამიანებმა შეძლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები.

თავდამსხმელი

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, მასიელ შნაიდერმა მომხდარს უდიდესი ტრაგედია უწოდა და პირდაპირ ეთერში ატირდა.

სანტა კატარინას შტატში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მსხვერპლი
მსხვერპლი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები