“ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირას მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან”
“საქართველოში ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან აიცრებიან”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.