თენგიზ ცერცვაძე – „ლოკდაუნი“ რომ გამოგვეცხადებინა, 2 კვირაში 200-300 შემთხვევაზე ჩამოვიდოდით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ არის ვარაუდი, რომ ეპიდვითარება კიდევ არ გაუარესდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები რომ დაწესებულიყო, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც შემცირებოდა, თუმცა, მისი განმარტებით, მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს და ეს მათზეც აისახებოდა.

„მკაცრი „ლოკდაუნი“ რომ გამოგვეცხადებინა, როგორც ისრაელმა გამოაცხადა სამი თვის წინ, ან ახლა თურქეთმა, მაშინ დიდი ალბათობით, „მესამე ტალღა“, რომელიც ჯერ არ არის ისეთი სრულმასშტაბიანი და მოსათმენია, დაახლოებით 1400-1500 შემთხვევაა, დამერწმუნეთ, 2 კვირაში ჩამოვიდოდით 200-300 შემთხვევაზე, მაგრამ ხალხი დაიღალა, განსაკუთრებით ეკონომიურად უჭირთ და ამიტომ, იმ შეზღუდვებით რაც დაწესდა, ვარაუდია, რომ როგორც მინიმუმ, ამ დონეს შევინარჩუნებთ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

„რეკომენდაციები არის ცალსახა, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. ტყუილად კი არ იყო ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ისრაელში და თურქეთში, რომ 2 კაცზე მეტი არ უნდა შეკრებილიყო ოჯახში, ზოგან სასაფლაოზე გასვლაც არის შეზღუდული. ლიტურგიაზე დისტანციის დაცვაა საჭირო“,-განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები