კელი დეგნანი: საუკეთესო თანამშრომლობის არცერთი ასპექტი ისე კარგად არ ასახავს ახლო პარტნიორობას, როგორც ჩვენ შორის არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში

 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან ერთმანეთის მეგობრები და პარტნიორები არიან. საუკეთესო თანამშრომლობის არცერთი ასპექტი ისე კარგად არ ასახავს ამ ახლო პარტნიორობას, როგორც ჩვენ შორის არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს და ერთად იბრძვიან გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ უფრო წარმატებული და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისადმი სიყვარულის დაცვისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები