ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ნატო-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა სულ უფრო ძლიერდება და ეს აისახა პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს ნატო-ს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მოკლე დროში განხორციელდა

“ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს ნატო-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას”, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ეს აისახა პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს ნატოს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მოკლე დროში განხორციელდა.
„საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატო-ში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო“, – აღნიშნა სტიუარტ ფიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები