სალომე ზურაბიშვილი: ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნისა და თავისი ხალხის ერთგული

“ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინა მაღალი ორგანიზებულობა და უნარი ნებისმიერი გასაჭირის დროს იდგეს ქვეყნის სამსახურში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ქართულ ჯარს დღევანდელი დღე მიულოცა.

“ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინა მაღალი ორგანიზებულობა და უნარი ნებისმიერი გასაჭირის დროს იდგეს ქვეყნის სამსახურში, აკეთოს ის, რაც საჭიროა მოცემულ მომენტში, თუმცა, პანდემიამ გლობალური მასშტაბის ამოცანებიც დაგვისახა. მან შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი, რაც ჩვენთვისაც გამოწვევად იქცა. ვიღებთ გამოწვევას და შეგვწევს მასთან გამკლავების ძალა. დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელს საქართველოს აერთიანებს. ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნისა და თავისი ხალხის ერთგული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები