სალომე სამადაშვილი: ნიკა მელიას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა
“ნიკა მელიას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა,” – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი რუსთავის ციხეში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.
,,ნიკა მელიას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა. მელიას მიაჩნია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ ყველა ის უთანხმოება, რომ დავიწყოთ მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის,” – განაცხადა სამადაშვილმა.