ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს სოციალური დახმარება შეუნარჩუნდა
“მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება.
„რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვყო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება. მორატორიუმის საშუალებით, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება, რასაც ემატება ყოველთვიური ფულადი დანამატი, რისთვისაც ამ დრომდე გაცემულია 113 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.