საბურთალოს რაიონში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები დაურიგდათ

საბურთალოს რაიონში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, არსებულ ხუთივე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ვეტერანებსა და უსინათლო კავშირის წევრებს სააღდგომო ნობათები დაურიგდათ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მათ პროდუქტები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გადაეცათ.

საბურთალოს რაიონში, ჯამურად, 1 430 ნობათი დარიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები