გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, საზოგადოებრივი სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა.

რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, დასასვენებელი სივრცე, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა გაკეთდება. დამონტაჟდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. აქვე მოეწყობა გარე განათების სისტემა და დაიგება ბალახი. სამუშაოებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა მისი რეაბილიტაცია. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა. მოსახლეობასთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ახლა, გამგეობა სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას როგორც სპორტული, ასევე, სარეკრეაციო სივრცე ექნება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები