“სამარცხვინოსაც ვერ ვუწოდებთ, რაც ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში” – ლევან მაჭავარიანი

“სამარცხვინოსაც ვერ ვუწოდებთ, რაც ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ის ენმ-ში არსებულ შიდაპარტიულ ვითარებას გამოეხმაურა.

“არ ვიცი, საერთოდ, რა კავშირი აქვს ამას პოლიტიკასთან, პოლიტიკურ პროცესებთან. ეს არის საბავშვო ბაღი და გრძელდება ეს საბავშვო ბაღი. ძალიან კარგია – რაც მალე განადგურდება ეს პარტია საბოლოოდ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენი დემოკრატიული პროცესების განვითარებას”, – თქვა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები