ეკატერინე ტიკარაძე: ყველაზე რთული და არასასურველი წარმოსადგენია, რომ მესამე ტალღა იმავე სირთულის იყოს, როგორიც იყო მეორე ტალღა
“ყველაზე რთული და არასასურველი წარმოსადგენია, რომ მესამე ტალღა იმავე სირთულის იყოს, როგორიც იყო მეორე ტალღა”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო იწყებს სექტორის განმეორებით მობილიზაციას.
„ჯანდაცვის სამინისტროში დღეს დილითაც გაიმართა შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან და დავიწყეთ განმეორებით მობილიზაცია. მეორე ტალღის პერიოდიდან, ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი და შესაბამისი გამოცდილება, ჩვენ მივყვებით იმ ნაბიჯებს, რითაც სექტორი სრულიად მომზადებული დახვდება მესამე ტალღას, თუმცა, ჯანდაცვის სექტორისთვის ყველაზე რთული და არასასურველი წარმოსადგენია, რომ მესამე ტალღა იგივე სირთულის იყოს, როგორიც იყო მეორე ტალღა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან და მაქსიმალურად ეცადონ, რომ ატარონ პირბადე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.