სალომე სამადაშვილი: ხვალვე დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი, ვაგრძელებთ კონსულტაციებს შინაარსთან დაკავშირებით

“ხვალვე დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი, ვაგრძელებთ კონსულტაციებს შინაარსთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ პოზიციების შეჯერება დღეს ვერ მოხერხდა, მაშინ გაგრძელდება ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმების მიხედვით უკვე პარლამენტში.

„ხვალვე დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი. ვაგრძელებთ კონსულტაციებს შინაარსთან დაკავშირებით და ვნახოთ, რა წერტილამდე მივალთ, დარეგისტრირების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახავთ, რამდენად მოხერხდება პოზიციების შეჯერება დღესვე. თუ ეს დღეს ვერ მოხერხდა, მაშინ გაგრძელდება ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმების მიხედვით უკვე პარლამენტში. ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ვაპირებთ, ამნისტიის კანონპროექტში ჩაიდოს ის, რაზეც შევთანხმდით მოლაპარაკების ფარგლებში. კონკრეტულად კი ის, რომ ამნისტირება შეეხება მიმდინარე საქმეებს, რომლებიც უკვე აღძრულია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები