„საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს მოქალაქეობის 8 000-მდე და სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა 18 000-მდე განცხადებაზე“

„სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა მიგრაციის არხების მონიტორინგს“, – ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ოპერატიული საქმიანობის შედეგად, 2020 წელს უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა არაერთი პირი, რომლებიც არამართლზომიერი საშუალებების გამოყენებით ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლასა და სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ასევე, დადგინდა მათი ხელშემწყობი ორგანიზაციები და ცალკეული პირები. აღნიშნულ ფაქტებზე შემდგომი რეაგირების მიზნით, სამსახური კოორდინებულად მუშაობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ასევე, სხვა შესაბამის უწყებებთან.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს მოქალაქეობის 8 000-მდე და სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა 18 000-მდე განცხადებაზე.
ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა 200-ზე მეტ განცხადებაზე მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო 2 400-მდე – ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები