ანრი ოხანაშვილი: კახა კუჭავას საპარლამენტო საქმიანობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, დარწმუნებული ვარ, წარმატებული სპიკერი იქნება

“ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მხრიდან შესაბამის დროს გაჟღერდება”, – ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის შესაძლო დასახელების თაობაზე დასმულ კითხვას.

რაც შეეხება პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ოხანაშვილის შეფასებით, კახა კუჭავას საპარლამენტო საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს.

“ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მხრიდან შესაბამის დროს გაჟღერდება. ის რჩება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საპარლამენტო ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, წარმატებას ვუსურვებ კახა კუჭავას, რომელიც გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებული სპიკერი იქნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები