24 აპრილის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 63, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 40, გურია – 35,სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115, კახეთი – 58,მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 946, აჭარაში – 416, იმერეთში – 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 609პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში –63, იმერეთში –102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, მათგან თბილისში – 81, აჭარაში – 8, იმერეთში – 9. 706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 393 – თბილისში, 289 – აჭარაში. 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 239, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 507 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24203ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 387პირი,აჭარაში – 2 636, იმერეთში – 1 210.