საქართველოში კორონავირუსს კიდევ 15 პირი ემსხვერპლა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში მათი როცხვი 1250-ით გაიზარდა და ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  302 785 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები