რომელი კატეგორიის ვაქცინაცია იგეგმება “სინოფარმით” – გამყრელიძის განმარტება
ჩინური პრეპარატით – „სინოფარმი“ ვაქცინაცია შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ. კერძოდ, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.
„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ცნობისათვის, საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.