ირაკლი ბერაია შალვა ლომიძეს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე დანიშვნას ულოცავს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შალვა ლომიძეს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
“ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შალვა ლომიძეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე. ჩვენი უსაფრთხოების გარემო საკმაოდ კომპლექსური და დინამიურია, სადაც დაზვერვის სამსახურს უწევს საფრთხეებსა და გამოწვევებზე წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება, მათი პროგნოზირება და სხვადასხვა სახის მაღალი სირთულის ამოცანების შესრულება. სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე. შალვა ლომიძე გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, გააჩნია ის უნარები და პიროვნული ღირსებები, რაც უნდა ჰქონდეს დასავლური, ევროპული ქვეყნის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელს. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ქართული დაზვერვა ეფექტიანად გაგრძელებს თავისი მანდატით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას და მიაღწევს ბევრ ახალ წარმატებას. ქართულ დაზვერვას აქვს და ყოველთვის ექნება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაქსიმალური მხარდაჭერა”, – წერს სოცქსელში ბერაია.