ამირან გამყრელიძე: დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის

“დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა 2,4, 5 ათასზე არ უნდა ავიდეს.

„ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ, არც ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ, როგორც შარშან და, მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ, ამიტომ, დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის. ახლა მთავარია აღსრულება იმისია, რაც არის, იყოს მაქსიმალური. ასევე, აუცილებელია ჩვენი თვითშეგნება, რომ არ გვინდა დიდი თავშეყრა, აქედან იწყება ბევრი რამ. დღეს რამდენი შემთხვევაცაა, ამას ჯანდაცვის სექტორი მართავს, მაგრამ არ უნდა ავიდეთ 2,4, 5 ათასზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები