გრიგოლ ლილუაშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუველ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო. გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკისა და საქართველოს შორის არსებულ შედეგიან პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ანდრიუს კალინდრას ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები