ეკატერინე ტიკარაძე: ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური და დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება

“ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური და დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება, გატარდეს ეპიდსიტუაციის სამართავად.

“საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა,  სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როდესაც ჩვენ მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით.

რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება, გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს ორშაბათს.

ეკლესიის მხარდაჭერა, ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ და, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სახელმწიფო რწმუნებულსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ ერთად, საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები