უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა (ფოტო)
უკრაინაში ქართველი მებრძოლი, დავით შარტავა დაიღუპა.
შემთხვევა გვიან ღამით აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა.
როგორც უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა დაწერა,”სამწუხაროდ, დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი – დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ-ერთ ბრიგადაში. დათო, ჯარისკაცის გარდა, ჩემი მეგობარიც იყო. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს… ცოდვაა, როცა ვაჟკაცი უნდა გადიქცეს მიწადა”.
44 წლის დავით შარტავა უკრაინაში 2016 წლიდან იბრძოდა.