ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებითა და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში ძალიან დიდია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია თბილისში, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრისა და სამართალდამცავების მიერ თავდასხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. პარლამენტის წევრი პოლიციელებსა და ოპერატიულ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთის მადლობას უხდის, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„თბილისში, მეტროსადგური “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების გამოყენებით 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდამსხელი დაკავებულია და მძევლები გათავისუფლებულნი არიან. მინდა, მივულოცო ღონისძიებაში ჩართულ პირად შემადგენლობასა და მათ ხელმძღვანელობას ოპერაციის წარმატებით დასრულება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებით და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში არის ძალიან დიდი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ თავდადებისა და ვაჟკაცობისთვის”, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები