თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის გადაკეტილია მეტროსადგური „ავლაბარი“
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის გადაკეტილია მეტროსადგური „ავლაბარი“.
მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად, დაახლოებით, 11:20 წუთისთვის გადაიკეტა მეტროსადგური „ავლაბარი“. მოხდა იქ მყოფი მგზავრთა ნაკადის ამოყვანა და სადგურის ჩაკეტვა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა, მატარებელი არ ჩერდება სადგურ “ავლაბარში”.
არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელს, სავარაუდოდ, რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.