დავით კოდუას კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

“ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები