ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1 დონის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა.

ჟვანიას სკოლის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართული იყო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი 35 წვევამდელი, მათგან კურსი წარმატებით გაიარა და, შესაბამისად, სერთიფიკატები გადაეცა 11-ს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები ჟვანიას სკოლის პროგრამებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა – ნინო თაყნიაშვილმა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა – მაკა ომიაძემ და პროგრამების განვითარების კონსულტანტმა – ნოდარ მეგრელიშვილმა გადასცეს.

„ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სასწავლო პროცესს ჟვანიას სკოლის ტრენერები – მაია ჩადუნელი და მარინა წიკლაური უძღვებოდნენ.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად დაიმკვიდრონ თავი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები