ბომონტის შვილების გაუჩინარება – იდუმალებით მოცული დანაშაული, რომელიც დღემდე გაუხსნელია

უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა ბომონტის შვილების გაუჩინარებიდან. გამოძიების პროცესში სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა, ყველაზე აბსურდულიც კი. საქმეში ექსტრასენსიც იყო ჩართული, მაგრამ ისიც უძლური აღმოჩნდა. როგორ მოხდა ერთდროულად სამი ბავშვის გაუჩინარება ერთი ოჯახიდან?

1966 წლიდან მოყოლებული პოლიციამ ვერ შეძლო საქმეში სიცხადის შეტანა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მშობლებმა შვილების გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადი შეიტანეს. მას შემდეგ ჩვილები არავის უნახავს. განიხილებოდა ბავშვების – ორი ქალიშვილისა და ერთი ვაჟის – თავად მშობლების მიერ გატაცებაც, მაგრამ ამანაც არ გამოიღო შედეგი.


გაუჩინარება

1966 წლის 26 იანვარს ავსტრალიაში ძალინ ცხელი დღე იყო. ბავშვებს სანაპიროზე გასვლა მოუნდათ. უფროს ქალიშვილს, საკუთარი ასაკისთვის ძალიან სერიოზულ და პასუხისმგებლიან ჯეინს უმცროსი და-ძმისთვის, არნოსა და გრანტომისთვის უნდა მიეხედა. დილის 10 საათზე და-ძმა გლენელგის სანაპიროზე წავიდა და შუადღისთვის ისინი სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

როდესაც ბავშვები დათქმული დროისთვის სახლში არ მივიდნენ, დედამ იფიქრა, რომ მათ უბრალოდ დააგვიანდათ ავტობუსზე და მომდევნოს გამოჰყვებოდნენ. მეორე ავტობუსის მოსვლისთვის დედა გარეთ გავიდა მათ დასახვედრათ, მაგრამ ავტობუსში ბავშვები არ ყოფილან. ნენსი ბომონტი მეუღლეს დაელოდა და ისინი ერთად წავიდნენ სანაპიროზე. იმავე დღის საღამოს წყვილმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს შვილების გაუჩინარების შესახებ. ღამით სანაპირო დაათვალიერეს.

 

სამძებრო სამუშაოები მომდევნო დღესაც გაგრძელდა. მომხდარი ძალიან რეზონანსული იყო და სამძებრო სამუშაოებს ბევრი მოხალისე შეუერთდა. ძირითადად, ორი ვერსია განიხილებოდა: მოტაცება და უბედური შემთხვევა წყალში.

მეორე ვერსია მალევე გამოირიცხა, ვინაიდან ერთდროულად სამი ბავშვის წყალში დახრჩობის ვერ შემჩნევა ხალხით სავსე სანაპიროზე უბრალოდ შეუძლებელია და თანაც, სანაპიროზე უნდა დარჩენილიყო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსახოცი. ისინი კი არსად ჩანდა.

ძებნის პარალელურად, თვითმხილველების გამოკითხვაც მიმდინარეობდა. ავტობუსის მძღოლმა დაადასტურა, რომ ბავშვები სანაპირომდე მივიდნენ, მათი სანაპიროზე ყოფნაც რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაადასტურა. თვითმხილველების თქმით, გარკვეული დრო მათ თვალყურს ადევნებდა ქერათმიანი მამაკაცი ლურჯი ტრუსებით. მოგვიანებით მამაკაცი მათთან მივიდა და თამაში დაუწყო.

გარკვეული დროის შემდეგ, დაახლოებით, 12:15 საათზე მათ ერთად დატოვეს სანაპიროს ტერიტორია. ადგილობრივ ვაჭარს ახსოვს, რომ უფროსი გოგონა, ჯეინი მასთან მივიდა პეროგისა და ორცხობილის საყიდლად. ტკბილეულობისთვის მან გადაიხადა 1 ფუნტი, მაგრამ ასეთი თანხა მათ ვერ ექნებოდათ, ვინაიდან დედამ მათ მხოლოდ 8 შილინგი 6 პენსი გაატანა.

ბოლო თვითმხილველი, ვინც ბომონტის შვილები ნახა, ფოსტალიონი იყო. მაგრამ, მისი ჩვენება ძალიან ბუნდოვანი გახლდათ. თავიდან ის ამბობდა, რომ ბავშვები დილით ნახა, შემდეგ კი თქვა, რომ – შუადღის 2 საათზე, თანაც ისინი მარტო იყვნენ. ნენსი ბომონტის მტკიცებით, ბავშვები უცნობ ადამიანს არ გამოელაპარაკებოდნენ და არ გაჰყვებოდნენ მას. მით უმეტეს, არ გამოართმევდნენ ფულს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვები იცნობდნენ ქერათმიან მამაკაცს. დედას გაახსენდა, რომ არნამ რამდენიმეჯერ ახსენა უფროსი დის ახალი მეგობარი, მაგრამ ჩათვალა, რომ საქმე მის თანატოლს ეხებოდა.

ბავშვების გაუჩინარების ამბავმა ნაციონალურ მასშტაბს მიაღწია. სანაპირო კვლავ დაათვალიერეს, მაგრამ ვერანაირ კვალს მიაგნეს. პარაფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა, ჟერარ კრუაზემაც ვერ მიიღო შედეგი.

დიდი ხნის მანძილზე ნენსი და ჯიმი იმავე სახლში ცხოვრობდნენ, ინახავდნენ ბავშვების ოთახებს და ელოდებოდნენ, რომ გოგონები და ვაჟი ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდებოდნენ. მაგრამ, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით ნაკლები იყო მათი დაბრუნების შანსი.

ისინი არ უარყოფდნენ არანაირ, ყველაზე აბსურდულ ვერსიასაც კი, რაც მათი შვილების გაუჩინარებას ეხებოდა, რიტუალურ მკვლელობასაც კი. გარკვეული დროის შემდეგ ცოლ-ქმარმა ვერ შეძლო ერთად გამკლავებოდა ამ დანაკარგს და ერთმანეთს გაეყარნენ. ორი წლის წინ ნენსი შვილების უნახავად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები