ნიკა მელია: მივმართავ ჩემს ყველა მეგობარს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს, რომ ზნეობრივ კომპრომისზე მისი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ.

„ახლა სხვა სიმაღლე დაიპყრეს, ახლა ამბობენ, მელია პატიმრობაში უნდა იყოსო, რომ ჩემი თავისუფლებით ივაჭრონ. გამორიცხულია! მივმართავ  ჩემს ყველა მეგობარს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ და ისტორია არ გავაყალბოთ. მელიას ტყვეობიდან დავიხსნით, სამაგიეროდ, 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მოვაქციოთ, გთხოვთ, ეს არავინ მაკადროთ. თუ უნდათ ჩემი გამოშვება, როგორც ციხის რკინის კარი ჭრიალით გააღეს და შემაგდეს, ასევე ააჩხაკუნონ იმ რკინის საკეტები და გამომიშვან, ოღონდ, კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება. მათ ეგონათ, ციხეში დავითრგუნებოდი, არ დავითრგუნე, გავძლიერდი, არ გადავიხადე გირაო და საკუთარ ტყუილებში გაიჭედნენ და ახლა ბოლომდე გაშიშვლდნენ. ბრძოლაში უნდა გამიშვათ, სიმართლისთვის”, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები