ამირან გამყრელიძე: ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან

Group of people toasting for Christmas

“თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებულები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო.

„შეიძლება, თავი მოგაწყინეთ, მაგრამ ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ და გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ წვეულებებისგან.  რა თქმა უნდა, მეხუთე დღეს მთავარი – იმუნიზაციის მეტად გააქტიურება. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას. ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებულები, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები