საფრანგეთის ტბაში მოტივტივე სახლის „საიდუმლო“
საფრანგეთში, ქალაქ ნანტში, მდინარე ლუარას ნაპირიდან უცნაური ხედი იშლება: გადახრილი სახლი პირდაპირ მდინარეში ტივტივებს. ვინც არ იცის მის შესახებ, შესაძლოა იფიქროს, რომ მდინარეზე რაღაც ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა.
სახლი ლავრო-სიურ-ლუარის კომუნასთან ტივტივებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დაცურავს. ის ფსკერზეა დამაგრებული. სახლი წყალში შემთხვევით არ მოხვედრილა. ასეთი სპეციფიკური ინსტალაცია მოიფიქრა და განახორციელა ხელოვანმა, ჟან-ლიუკ კურკულმა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჩაძირული გემების თემატიკას ეხებოდა.
შენობა წყალში 2007 წლიდანაა. მართლია ის ადგილიდან ცოტა მაინც დაძრა, მაგრამ გამაგრება მალევე მოხერხდა.
სახლი ამ ადგილის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა. თითქმის ყველა ტურისტს აქვს გადაღებული წყალში მოტივტივე სახლის ფოტო, რომლის სარკმელში იდუმალებით მოცული შუქი ანათებს.