სოზარ სუბარი – სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ეს არის დანაშაულის დაბრალება – საქართველოს ეს განცხადება როგორ დახვდება ჰააგის სასამართლოში, არავინ იცის

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, სადაც სერგი კაპანაძე წერს – “არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი”.

სუბარის შეფასებით, ეს განცხადება დანაშაულის დაბრალებაა.

“სერგი კაპანაძის გუშინდელი განცხადება არის დანაშაულის დაბრალება. საქართველოს ეს განცხადება როგორ დახვდება ჰააგის სასამართლოში, არავინ იცის. სხვა მსგავსი განცხადებებიც არსებობდა ,,ნაცმოძრაობის,, წევრის მიერ გაკეთებული, რაზეც იუსტიციის სამინისტროს ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა, რომ ამის გაბათილება მოეხდინა. რამდენი ბრძოლა მოგვიწევს ჰააგის სასამართლოში იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რაზეც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოაწერა ხელი. უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლა მოღალატური განცხადებები არ აკეთონ. მართალია, თავს იმართლებენ, რომ ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთმა ოკუპაცია აღიარა. სინამდვილეში, ხელის მოწერა სულ არ იყო საჭირო და ხმები საკმარისი იყო რეზოლუციის მისაღებად. ხელს აწერ, რომ საქართველო იყო ომის დამწყები?! ეს არის ღალატი. რა განცხადებაც მან გააკეთა, ეს არის ტყუილი და ეს დამტკიცებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ესეც დასამტკიცებელი გაგვიხდება “ნაცმოძრაობის” ადრე გაკეთებული განცხადებების გამო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები