ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის N2ა-N4-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის N2ა-N4-ში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსა და გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოვაგვარეთ სანზონის დასახლებაში. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, გუდამაყრის ქუჩა N2ა-ში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების პრობლემური ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კორპუსის ეზოში გზას ვაწესრიგებთ. N4-ში კი კერძო სკოლა – „პოლიგლოტი“ მდებარეობს. სკოლის შენობის გვერდით, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, იყო დაბინძურებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მოსწავლეები, ასევე ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 102 000 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები