ნონა ეფაძე: აჭარაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა – რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა და, შესაბამისად, ეპიდსიტუაცია მცირედით გაუარესებულია.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

“მცირედი მატება გვაქვს, შემთხვევები არის 50-ის ფარგლებში. ეს უკვე საყურადღებოა მონაცემია, რაც გვიჩვენებს, რომ მცირედ არის შემთხვევები მომატებული, ანუ ეპიდსიტუაცია მცირედ არის გაუარესებული. იმისთვის, რომ სტაბილური სიტუაცია მივიღოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, ასევე, უნდა გააქტიურდეს იმ ჯგუფების ვაქცინაცია, რომელთა აცრაც გეგმის მიხედვით არის გაწერილი”, – განაცხადა ეფაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები