თამარ გაბუნია: აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების რაიმე კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ არის
“აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების რაიმე კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულზე რეგულაციების საჭიროებაზე მოგვიანებით იმსჯელებენ.
„მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად, აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების რაიმე კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ არის. ზოგად ღონისძიებებზე მიდის საუბარი. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგადი წესები ძალაში რჩება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.