გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ
მწერალ გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერმინისტრის აპარატმაც შესთავაზა.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.
გურამ დოჩანაშვილს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.