თბილისის რკინიგზის სადგურის ევოლუცია
რკინიგზის პირველი ცენტრალური სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა. ამიერკავკასიაში პირველი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, ერთმანეთს ფოთი და თბილისი დაუკავშირდა. სარკინიგზო ინფრასტუქტურის გამართვა ინგლისელ ინჟინერს, პ.ბეილს დაევალა.
1940 წელს ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილას ახალი, სტალინისტური არქიტექტურის შენობა აშენდა. 1952 წელს, არქიტექტორ ტერმიქელოვის ხელმძღვანელობით, თბილისის ვაგზალი კაპიტალურად გადაკეთდა, აშენდა კოშკი მოოქროვილი შტილით, გაიზარდა შენობის მოცულობაც.
80-იანი წლების დასასრულს მოხდა ვაგზლის შენობის მთლიანი დემონტაჟი, მის ადგილას არქიტექტორების: რ.ბაირამაშვილის, ი. ყავლაშვილის, გ. შავდიას, ა. ჯიბლაძის და შ. გაზაშვილის პროექტით, აშენდა ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური და იმ დროისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა.
2006 წელს შენობა 49-წლიანი იჯარით სააქციო საზოგადოება „თბილისი ცენტრალს“ გადაეცა. როგორი ტრანსფორმაცია განიცადა თბილისის ვაგზალმა მე-19 საუკუნიდან და როგორ გამოიყურებოდა იმდროინდელი მოძრავი შემადგენლობა? ამ ყველაფერს ფოტოკოლაჟში ნახავთ.