ამირან გამყრელიძე: თუ შევასრულებთ წელს დასახულ მიზანს და მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება
“ვაქცინაციის გარდა, ქვეყანაში პანდემიის დამთავრების სხვა იარაღი არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ ასევე განმარტა, თუ როდის დასრულდება ქვეყანაში ეპიდემია.
„ვაქცინაციის გარდა, ქვეყანაში პანდემიის დამთავრების სხვა იარაღი არ არის – ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე.
ჩვენ თუ შევასრულებთ წელს დასახულ მიზანს და მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.