ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას – პანდემიის დამარცხების გზა აცრაზე გადის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მრავალფეროვნება ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, პანდემიის დამარცხების გზა აცრაზე გადის.
“კოვიდთან ბრძოლის არეალი ფართოვდება. მოგეხსენებათ, უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. პირველი იყო “ასტრაზენეკას” ვაქცინა, შემდეგ – “ფაიზერი” და ახლა უკვე ჩინეთის მიერ წარმოებული “სინოფარმი”. ვფიქრობ, ვაქცინების მრავალფეროვნება ქვეყანაში ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, რადგან პანდემიისა და ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის”, – განაცხადა გამყრელიძემ.