ირაკლი კობახიძე: დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს.
“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი” – ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები.”,- წერს კობახიძე.
გურამ დოჩანაშვილი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.