კახა კალაძეს კლინიკიდან ხვალ გაწერენ

კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დედაქალაქის მერი თავს კარგად გრძნობს და მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

როგორც მერიის პრეს სამსახურში განაცხადეს, კახა კალაძე დროებით მუშაობას სახლიდან გააგრძელებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

კარდიოლოგი, პროფესორ ზურაბ ფაღავამ განაცხადებით, თბილისის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია და მას ამ ეტაპზე ჩივილები აღარ აქვს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. სტაბილურია, ჩივილები არ აქვს, უბრალოდ ტექნიკურად რაღაც მკურნალობა არის გასაგრძელებელი, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს კლინიკას.

კარდიოლოგიური თვალსაზრისით მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მოგეხსენებათ კლინიკა სადაც ის წევს არის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტი, რაც შეეხება მეორე დაავადებას, რის გამოც ის რეალურად ამ ეტაპზე იტარებს ეს არის – ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა, ამ მხრიდანაც მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი და ის შეძლებს სრულფასოვან მუშაობას,” – ამბობს “რუსთავი 2-თან” საუბრისას  ზურაბ ფაღავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები