სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ცნობილია, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.