სოფელ გლდანში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ გლდანში, აღმაშენებლის ქუჩიდან N108 ავტობუსის ბოლო გაჩერებამდე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, დაახლოებით, 780 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, გზის საფარი დაიგება.

გარდა ამისა, გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან – N94-მდე) მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა.

რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთს, გზა ფრაგმენტულად შეკეთდა. დასახლებაში გასულ წელს გამგეობის მიერ მოეწყო წყალარინების ქსელი. გარკვეულ ნაწილზე შესაცვლელია წყლის ქსელი, რომლის მოწესრიგებაც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მომავალ წელს აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ გამგეობა გზის დარჩენილი ნაწილის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს.

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობდა. გლდანის გამგეობამ 6 500 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოაწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები