თბილისში, სამტრედიის N2-ში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების აღდგენა დასრულდა
დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამტრედიის ქუჩის N2-ში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების აღდგენა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოედნების ყველა დაზიანებული ელემენტი აღდგა.
მთლიანად შეიცვალა ხელოვნური ბალახის საფარი, ტრიბუნა, კალათბურთის ფარი და ბადეები.
სამუშაოები კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა.
აღნიშნული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 266 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – მამუკა ვეკუა გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.