რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე – 31 მარტის სტატისტიკა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 6757 ადამიანი აიცრა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.