ეკატერინე ტიკარაძე: დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა იმ ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე, რომელიც დღეს მოქმედებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არსებული შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა.

„ჩვენ ყოველ დღე ვაანონსებთ, რომ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა იმ ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე, რომელიც დღეს მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში გათვალისწინებული იყოს და თანაბრად მკაცრად იყოს დარეგულირებული სიტუაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გაიგონ, რომ ქორწილები და ქელეხები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება, წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როცა არ იქნება ეპიდსიტუაცია კრიტიკული.

საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა, მიმართოს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც გვქონდა შარშან გაზაფხულსა და ზამთარში. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა: პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები