ეკატერინე ტიკარაძე: კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ელოდება.

„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებითი ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი – დღეიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები